გამონაბოლქვის შემცირების კუთხით ლილოს ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე გაზშემკრები სისტემა მოეწყობა

მომავალ წელს ლილოს ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე გაზშემკრები სისტემა გაკეთდება. როგორც დღეს თბილისის მერიაში გამართულ პრეზენტაციაზე დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, მავნე აირებისა და გამონაბოლქვის შემცირების კუთხით მომავალი წლიდან თბილისში ორი პროექტი განხორციელდება.
„ერთ-ერთი ლილოს პოლიგონის ტერიტორიაზე გაზშემკრები სისტემის გაკეთებაა. საპროექტო დოკუმენტაცია უკვე მზად არის და მან ექსპერტიზა უკვე გაიარა. “შესაბამისად, დონორ ორგანიზაციებთან დაფინანსების მოძიების სტადიაზე ვართ, რომლის შემდეგადაც პროექტის განხორციელება დაიწყება”, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ.
შეხვედრაზე თბილისის მერმა აღნიშნა, რომ თბილისი 2010 წელს მიუერთდა მერების შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც 2020 წლამდე CO2-ის ემისიები მინიმუმ 20%-ით უნდა შემცირდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები