IDFI: საქართველოში ინფორმაციის თავისუფლების კუთხით მდგომარეობა გაუმჯობესებულია

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის თავმჯდომარის ლევან ავალიშვილის განცხადებით, 2010-11 წლებთან შედარებით, საქართველოში დღეს ინფორმაციის მიღება გაცილებით გაუმჯობესებულია.
ამის შესახებ ლევან ავალიშვილმა სასტუმრო ”თბილისი მარიოტში” განაცხადა, სადაც შესაბამისი ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.
“გამჭვირვალობის ხარისხი გაზრდილია, თუმცა კვლავ რთულია ინფორმაციის მიღება. საჯარო უწყებები არ ასრულებენ კანონით მასზე დაკისრებულ მოვალეობას. ჩვენ მოვიგეთ ძალიან ბევრი სასამართლო პროცესი, თუმცა, სამწუხაროდ, ამას შედეგი არ მოუტანია, რადგან მათი ანგარიშვალდებულება უნდა იყოს ინფორმაციის გაცემა და არასასამართლო იძულება. რაც შეეხება რეკომედაციებს, ჩვენ უკვე ორი წელია ვთავაზობთ ხელისუფლებას, რომ მიიღოს ახალი კანონი ინფორმაციის თავისუფლების შესახებ და გაცილებით გაამყაროს ის გარანტიები, რაც საქართველოს მოქალაქეს უნდა ჰქონდეს. ეს კანონპროექტი არსებობს, შემუშავებულია და უნდა წარედგინოს პარლამენტს. ეს ვალდებულება აღებული აქვს მთავრობას ”პარტნიორობა – ღია მმართველობის ფარგლებში”, – განაცხადა IDFI-ის ხელმძღვანელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები