მომავალი წლიდან დედაქალაქში გაზზე მომუშავე 150 ავტობუსი შემოვა

მომავალი წლიდან თბილისში გაზზე მომუშავე 150 ავტობუსი შემოვა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ დღეს მერიაში, “მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმის” პრეზენტაციაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, უკვე დასრულდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან მოლაპარაკებები. ამისთვის კი 30 მილიონი ევრო გამოყვეს.
ოფიციალური ინფორმაციით, მერიის მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმა თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურმა არასამთავრობო ორგანიზაცია “რემისიასთან” ერთად შეიმუშავა. აღნიშნული გეგმა მოიცავს პროექტებს ტრანსპორტის, შენობების მუნიციპალური ინფრასტრუქტურის და მწვანე სივრცეების განვითარების სექტორში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები