ჯიოვანი დი სტასმა სტუდენტებს ონლაინლექცია ჩაუტარა

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალური სივრცე სტუდენტებისათვის „NEA სფერო“ აქტუალურ საკითხებზე მუშაობას აგრძელებს. ამჯერად ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ყოფილი პრეზიდენტი და ე.წ. მწვანე დოკუმენტის „დემოკრატიის მომავალი ევროპაში“ თანაავტორმა – ჯიოვანი დი სტასმა სტუდენტებს ონლაინლექცია ჩაუტარა. საერთაშორისო თანამეგობრობის როლი გარემოსდაცვითი საკითხების გადაწყვეტაში, კლიმატის ცვლილება და პარიზის კონფერენცია, პოლიტიკის და პოლიტიკოსების როლი გარემოსდაცვით გადაწყვეტილებების მიღება, მდგრადი განვითარება – ეს ის საკითხები იყო, რომელზეც კონგრესის ყოფილი პრეზიდენტი სტუდენტებს ესაუბრებოდა. ლექციის დასრულების შემდგეგ სტუდენტებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე სტუმარს შეკითხვები დაუსვეს. „NEA სფერო“ მომავალშიც ბევრ საერთაშორისო ექპერტს და ცნობილ ადამიანს უმასპინძლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები