ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში სნაიპერების წვრთნები დაიწყო

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსეთის შეიარაღებული ძალების სნაიპერების წვრთნები დაიწყო. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება. სნაიპერებს პირობითი მოწინააღმდეგისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენების დავალება მიეცათ.
გარდა ამისა, სნაიპერებს ასწავლიან ყალბი საცეცხლე წერტილების მოწყობას მოწინააღმდეგის შეცდომაში შეყვანის მიზნით, ასევე ძირითად პოზიციაზე შეუმჩნევლად გასვლას და მასკირებას მოწინააღმდეგესთან მოულოდნელი შეხვედრის დროს.
წვრთნების დროს ძირითადი ყურადღება გამახვილდება სნაიპერების მოქმედებაზე მთიანი რელიეფის პირობებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები