ირაკლი შოთაძემ რენატე ვინტერს მადლობის სიგელი გადასცა

საქართველოს მთავარ პროკურატურაში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ევროკავშირის პროექტის „სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ხელმძღვანელთან რენატე ვინტერთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე და მისი მოადგილეები ესწრებოდნენ.
მთავარმა პროკურორმა მოსამართლე რენატე ვინტერს პროკურატურაში ევროპული სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობისთვის და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელი და საჩუქარი გადასცა. შეხვედრას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული ის პროკურორებიც ესწრებოდნენ, რომელთა გადამზადებაც პროექტის აქტიური მხარდაჭერით განხორციელდა. სამწლიანი თანამშრომლობის შედეგად პროკურატურაში დაკავებისა და პატიმრობის გამოყენების ევროპული სტანდარტები დაინერგა, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საპროკურორო საქმიანობის ხარისხი და თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესი. საქართველოს პროკურატურა მადლობას უხდის პროექტს, მის ხელმძღვანელს და თითოეულ მონაწილეს უწყების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და გამოთქვამს მზადყოფნას შემდგომი თანამშრომლობისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები