საკვების გადამალვის გამო ბაგა-ბაღის დირექტორი სამსახურიდან გათავისუფლდა

პირველი ლოგოპედიური ბაგა-ბაღის დირექტორი ზაირა კურტანიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ინფორმაციით, საბავშვო ბაგა-ბაღის შემოწმებისას კვების ბლოკში აღმოჩნდა საკვების გადამალვის ფაქტი.
“გათავისუფლების მიზეზი გახდა დაკისრებული ვალდებულებების დარღვევა. კერძოდ, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფის მიერ საბავშვო ბაგა-ბაღის შემოწმებისას კვების ბლოკში აღმოჩნდა საკვების გადამალვის ფაქტი.
ეს იყო აღნიშნული ბაღის დირექტორის მიერ ვალდებულებების განმეორებითი დარღვევა. საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის “თ” ქვეპუნქტის თანახმად, როდესაც პირის მიმართ ერთი წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა (საყვედური), განმეორებით შემთხვევაში ხდება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა.
პირველ ლოგოპედიურ ბაღში განმეორებითი შემოწმების საფუძველი გახდა, როგორც ბაღის თანამშრომლების, ისე მოქალაქეების მხრიდან სააგენტოს ცხელ ხაზზე არაერთხელ დაფიქსირებული ინფორმაცია ბაგა-ბაღში არსებული დარღვევების შესახებ.
სააგენტო ხაზგასმით აცხადებს, რომ საბავშვო ბაგა-ბაღის თანამშრომლის გათავისუფლების მიზეზი შეიძლება გახდეს მხოლოდ და მხოლოდ მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების არაჯეროვნად შესრულება ან/და სამსახურებრივი გადაცდომა”, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები