გიგლა აგულაშვილმა, ბელორუს კოლეგასთან ერთად, ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა – ვიდეო

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, პარიზის კლიმატის ცვლილების 21-ე კონფერენციის ფარგლებში, ბელორუს კოლეგას, ანდრე კოვხუტოს შეხვდა.
ორი ქვეყნის გარემოს დაცვის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა, რომელსაც ხელი უწყებების პირველმა პირებმა მოაწერეს.
მემორანდუმი მიზნად ისახავს გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობის გაფართოებას, მდგრადი განვითარების უზრუნველყოფას და დაცულ ტერიტორიებზე ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები