ფეისბუქს ახალი ვერსია დაემატება

მსოფლიოს უდიდესი სოციალური ქსელი ფეისბუქი რამდენიმე თვეში ბიზნესვერსიის – Facebook at Work-ის ამუშავებას აპირებს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
ახალი სერვისი ბევრ რამეში დღეს პოპულარული სოციალური ქსელის მსგავსი იქნება. მასში, „ძველი“ ფეისბუქის მსგავსად, იქნება ახალი ამბები, „ლაიქები“ და „ჩატები“. კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, ის 95%-ით დღეს მოქმედი ფეისბუქის მსგავსი იქნება.
ამასთანავე, არის გარკვეული განსხვავებაც. ასე, მაგალითად, Facebook at Work-ის მომხმარებელი სამსახურში Candy Crush-ს და სხვა თამაშებს ვერ ითამაშებს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ კომპანია ბიზნესვერსიისთვის სპეციალური დამცავი საშუალებების დანერგვას აპირებს. ფეისბუქის ახალი ვერსია ფასიანი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები