ვლადიმერ ძნელაძე ორგანიზაციას – ,,ბავშვი და გარემო’’ ეწვია

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ,,ქართული ოცნება-მრეწველები’’ თავმჯდომარე ვლადიმერ ძნელაძე ორგანიზაციას ,,ბავშვი და გარემო’’ ეწვია და მიმდებარე ტერიტორიაზე ინოვაციური პროექტის ,,გარემო ბავშვებისთვის’’ ფარგლებში განხორციელებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
როგორც “კვირას” თბილისის საკრებულოდან აცნობეს, ორგანიზაცია ,,ბავშვი და გარემო’’ 3 ცენტრს -სადღეღამისო კრიზისულ ცენტრს “ბეღურები”, დღის ცენტრს ქუჩისა და რისკის ჯგუფის ბავშვებისათვის – “ცისარტყელა”, ასევე ცენტრს ,,იმედი’’ მოიცავს და მათი მიზანი ბავშვის უფლებების დაცვა, მათი აუცილებელი თავშესაფრით უზრუნველყოფა, საგანმანათლებლო და ნორმალური განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებების ჩატარება, ბავშვების საზოგადოებაში ადაპტაციისა და ინტეგრაციისთვის ხელის შეწყობაა. დეპუტატის თქმით, პოლონეთის საელჩოს ხელშეწყობითა და დახმარებით პარკში 30 000 ევროს ღირებულების სამუშაოები განხორციელდა, გამწვანდა და კეთილმოეწყო ტერიტორია, დაიდგა ატრაქციონები, მოხდა გარემოს შშმ პირებისთვის ინტეგრირება. ვლადიმერ ძნელაძის შუამდგომლობითა და დიდუბის გამგეობის დახმარებით ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო სპორტული მოედანი, დაიგო გზის საფარი და გაკეთდა ბორდიურები.
საკრებულოს მაჟორიტარმა წევრმა პროექტი დადებითად შეაფასა, თანადგომისა და მხარდაჭერისთვის პოლონეთის საელჩოს მადლობა გადაუხადა და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის იმედი გამოთქვა. ღონისძიებას, ვლადიმერ ძნელაძესთან ერთად, დედაქალაქის საკრებულოს წევრი ირაკლი ფავლენიშვილი, პოლონეთის საელჩოს წარმომადგენლები, ასევე ცნობილი სპორტსმენები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები