კახა კალაძე სომხეთისთვის ირანიდან გაზის მიწოდების საკითხს უარყოფითად აფასებს

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე სომხეთისთვის ირანიდან გაზის მიწოდების საკითხს უარყოფითად აფასებს. კალაძის განცხადებით, ირანიდან გაზის მიწოდების საკითხი საქართველოსთვის წამგებიანი და მიუღებელია.
როგორც კალაძემ “გაზპრომის” ხელმძღვანელთან შეხვედრის შეფასებისას აღნიშნა, ამ საკითხზე მილერის მხრიდან შეხვედრაზე მინიშნება იყო.
“მათ გააკეთეს მინიშნება, რომ სომხეთს ბუნებრივი აირი მიაწოდონ ირანიდან. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის ძალიან ცუდია და მიუღებელი იქნება. თუმცა, მათ ამის შესაძლებლობა გააჩნიათ, ამაზე იყო საუბარი. ირანი ძალიან საინტერესო ბაზარია. ძალიან დიდი რესურსების მქონე ქვეყანაა, ჩვენ ამ მიმართულებით დავიწყეთ მუშაობა. თქვენ იცით, რომ დეკემბერში ირანს სახელმწიფო სანქციები მოეხსნება სრულიად. ჩვენ უახლოეს მომავალში ვგეგმავთ ვიზიტს ირანში და, რა თქმა უნდა, განხილული იქნება საკითხები, რამდენად იქნება შესაძლებელი თანამშრომლობა სამომავლოდ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები