“ქვეყანაში განუკითხაობა რომ არ ყოფილიყო, სააკაშვილი და მისი გუნდის წევრები ისევ ქვეყნის ხელისუფლებაში იქნებოდნენ”
ქვეყანაში განუკითხაობა რომ არ ყოფილიყო, მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდის წევრები ჯერ კიდევ ქვეყნის ხელისუფლებაში იქნებოდნენ, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ჟურნალ Країна-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„2003 წელს მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა რეფორმების განხორციელება დაიწყო, თუმცა მოგვიანებით, შექმნეს კლანი, მოახდინეს ხელისუფლების უზურპაცია, ფეხქვეშ გათელეს კანონმდებლობა. ხალხი ამ ყველაფერს ხედავდა. ციხეებში დაახლოებით 300 ათასი ადამიანი მოხვდა, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მოსახლეობა 4 მილიონამდეა“,- განაცხადა კალაძემ.
ჟურნალისტი დაინტერესდა, რეალურია თუ არა სააკაშვილის უკან, საქართველოში დაბრუნება. „მათ არაფერი გამოუვათ, ქვეყანაში სიტუაციას ვაკონტროლებთ, რაც მთავარია – ხალხი მხარს გვიჭერს“,-განაცხადა კალაძემ.