აფხაზეთის იზოლატორიდან ხობში მცხოვრები პატიმარი გაიქცა

ოკუპირებულ აფხაზეთში, დრანდის საგამოძიებო იზოლატორიდან საქართველოს მოქალაქე ბაჩუკი ლატარია გაიქცა. ეს ფაქტი სააგენტო „სპუტნიკს“ ე.წ. გენერალურ პროკურატურაში დაუდასტურეს.
„გაქცეული პატიმარი, სოფელ ხობის მკვიდრი, გალის რაიონში ადამიანების გატაცებისთვის იყო დაკავებული“, – განუცხადეს „სპუტნიკს“ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ, შინაგან საქმეთა სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ ორი ქართველი დრანდის იზოლატორიდან მიმდინარე წლის ოქტომბერშიც გაიქცა. ოკუპირებული აფხაზეთის ძალოვანი სტრუქტორები მათ დღემდე ეძებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები