პროექტის – „გარემოს და სოფლის მეურნეობის სტატისტიკის სტრატეგიული გეგმის” პრეზენტაცია გაიმართა

სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში” პროექტის – „გარემოს და სოფლის მეურნეობის სტატისტიკის სტრატეგიული გეგმის” პრეზენტაცია გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ბითაძემ, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, მიმართა.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე სტრატეგიული გეგმის პროექტი, საქსტატის და პროექტში ჩართული სამინისტროების სამომავლო ქმედებები, ასევე სოფლის მეურნეობის და გარემოს სტატისტიკის მიმართულებით ხედვები განიხილეს.
ღონისძიება გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ორგანიზებით გაიმართა, რომელსაც, სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები