გია ვოლსკი და გოკა გაბაშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

დეპუტატები – გია ვოლსკი და გოკა გაბაშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
დეპუტატებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება “რუსთავი 2”-ის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული პირების საკითხს მოჰყვა.
სიტყვიერი შელაპარაკებისას დეპუტატები უცენზურო სიტყვებსაც მიმართავდნენ.
სიტუაცია მანდატურების ჩარევის შედეგად განიმუხტა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები