უკრაინაში ნაღმის აფეთქებისას ირაკლი ქუთელია დაიღუპა

უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს კიდევ ერთი ქართველი შეეწირა. ირაკლი ქუთელია დონეცკის აეროპორტის მახლობლად საბრძოლო მანქანის ნაღმზე აფეთქების შედეგად დაიღუპა. მასთან ერთად გარდაიცვალა კიდევ ერთი და დაშავდა შვიდი მებრძოლი.
უკრაინაში მებრძოლი ქართველების ინფორმაციით, ქვეითთა საბრძოლო მანქანის აფეთქება, სადაც ქართველი მოხალისეც იმყოფებოდა, ოპიტნოეს დასახლებასთან მოხდა. დაღუპული ირაკლი ქუთელია უკრაინის მოქალაქეა. მომხდარს ადასტურებს უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მიხეილ უკლება.
“როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, მანქანა ნაღმზე აფეთქდა და დაიღუპა ორი ადამიანი, მათ შორის ირაკლი ქუთელია. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ის უკრაინის მოქალაქეა”, – აცხადებს უკლება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები