თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიასა და ორგანიზაციებს – „ახალგაზრდა ადვოკატები“ და ა(ა)იპ „საზოგადოებრივ დამცველი“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, მემორანდუმს ხელი საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ თედო კობახიძემ და აღნიშნული ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა – არჩილ კაიკაციშვილმა და ირინა ფუტკარაძემ მოაწერეს.
მხარეთა შორის გაფორმებული მემორანდუმის მიზანი პარტნიორული ურთიერთობების განვითარება, იურიდიულ სფეროში თანამშრომლობა, კანონშემოქმედებით საქმიანობაში ერთობლივი ინიციატივების შემუშავება,იურიდიული განათლების პოპულარიზაცია, ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებაა.
თედო კობახიძემ მემორანდუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნული მემორანდუმი სამოქალაქო სექტორსა და ადგილობრივ თვითმმართველობას ადამიანის უფლებათა დაცვის და ამ მიმართულებით ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების საშუალებას მისცემს.
ორგანიზაციის „ახალგაზრდა ადვოკატები“ ხელმძღვანელის არჩილ კაიკაციშვილის თქმით, წარმოდგენილი მემორანდუმის ფარგლებში, ორგანიზაცია მოქალაქეების უფასო იურიდული კონსულტაციით უზრუნველყოფის ვალდებულებას იღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები