რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის დისკუსიების დროზე ადრე დასრულებაში ქართულ მხარეს ადანაშაულებს

სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების საკითხებზე ჟენევაში გამართული დისკუსიები დროზე ადრე საქართველოს დელეგაციის გამო შეწყდა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ამ ინფორმაციის მიხედვით, ქართული მხარე „შეხვედრის მონაწილეებისთვის ლტოლვილების თემის განხილვის თავზე მოხვევას ცდილობდა“.
დისკუსიების დროზე ადრე შეწყვეტის გადაწყვეტილება თანათავმჯდომარეებმა მიიღეს. რუსეთის საგარეო-პოლიტიკური უწყების ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მთლიანობაში შეხვედრის მონაწილეებმა რეგიონში არსებული სიტუაცია შეაფასეს, როგორც მშვიდი და პროგნოზირებადი. საუბარი შეეხო ე.წ. საზღვარზე მოსახლეობის გადაადგილების მატებას, რამაც წლის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში 1,1 მილიონი, ხოლო ე.წ. სამხრეთ ოსეთში 162 ათასი ადამიანი შეადგინა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში მითითებულია, რომ ოსურმა მხარემ შეხვედრაზე საქართველოსთან „საზღვარზე“ ბანერების შეგნებულად დაზიანების დაუშვებლობაზე გაამახვილა ყურადღება, რაც რეგიონულ უსაფრთხოებას პრობლემებს უქმნის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები