თბილისში მშენებარე ობიექტიდან მამაკაცი გადმოვარდა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მშენებარე ობიექტიდან მამაკაცი გადმოვარდა. ის სხეულის მრავლობითი დაზიანებებით სასწრაფო სამსახურის ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
მომხდარს შსს-ში ადასტურებენ. როგორც “კვირას” უწყებაში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის 1 ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები