“პარტნიორობას, რომელიც ჩვენსა და აშშ-ს შორის წლებია არსებობს, მეტი ეფექტური შედეგი მოაქვს” (ფოტოკოლაჟი)

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი კონგრესში შეხვედრებს განაგრძობს. თინათინ ხიდაშელი ამ დრომდე უკვე შეხვდა სენატორებს – რონ ჯონსონს და ბობ კორკერს, ასევე კონგრესმენებს – მარკ მიდოუსს, სტივ შაბოსს, დევიდ სისილინს, დანკან ჰანტერს, რეიდ რიბლს და ჯონ შიმკუსს.
კონგრესის დემოკრატი და რესპუბლიკელი წევრების მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა დადასტურდა. მათ თავდაცვის მინისტრს საქართველოს მიერ საერთაშორისო უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს.
კონგრესის წარმომადგენლები საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებით, ასევე საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე არსებული საკითხებითაც დაინტერესდნენ. შეხვედრებზე ყველა მათგანმა რუსეთის პოლიტიკისადმი რეგიონის ქვეყნებისა და უშუალოდ საქართველოს მიმართ საერთო ხედვა გამოხატა. სენატორებმა და კონგრესმენებმა მზადყოფნა გამოთქვეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ნატოში ინტეგრაციის მხარდამჭერი საკანონმდებლო აქტების ინიცირებისა და კონგრესში მხარდაჭერასთან დაკავშირებით. მხარეებმა ამ კუთხით კონკრეტული ნაბიჯებიც დაგეგმეს. კონგრესში გამართული შეხვედრები საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შეაფასა და მათ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „უკვე 20-მდე სენატორსა და კონგრესმენს შევხვდით. შესაძლებლობა გვქონდა, გვესაუბრა საქართველოს წინაშე მდგარ ამოცანებზე. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება სწრაფად, ეფექტურად მივიღოთ კონგრესისგან საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციები, მივიღოთ მხარდაჭერა ნებისმიერ საკანონმდებლო აქტში, რომელიც კონგრესშია ინიცირებული და ჩვენს რეგიონთან დაკავშირებულ თემატიკას, უსაფრთხოებას ეხება. თემებში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის სხვა ქვეყნებთან ერთად, სხვა კონტექსტებთან ერთად საქართველოს კონტექსტიც იყოს გათვალისწინებული. ჩვენ ძალიან ბევრი მეგობარი გვყავს კონგრესში – ამერიკის შეერთებული შტატების სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ამ მეგობრობის კონსოლიდირება იმისათვის, რომ ერთიანი ხმით და ერთიანი ძალით კიდევ ერთხელ მორიგ ჯერზე ვაჩვენოთ მთელ მსოფლიოს, რომ პარტნიორობას, რომელიც ჩვენსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის წლების განმავლობაში არსებობს, კიდევ უფრო მეტი რეალური და ეფექტური შედეგი მოაქვს, უფრო მეტი ხელშესახები წარმატებული ნაბიჯები იდგმება, უფრო მეტი ხელშესახები და წარმატებული პროექტები ხორციელდება ყოველდღიურად და შეგვიძლია მასზე დავაშენოთ ქვეყნის წარმატება.“

11202090_1101527913213283_4469164900384455913_n 12316527_1101528059879935_2116123416235206663_n 12321534_1101527909879950_4944143790292105448_n 12341618_1101527953213279_97763199867123823_n 12341629_1101528006546607_2590632286483779382_n 12347973_1101528039879937_6612220186448281329_n 12366319_1101528036546604_4426745998315122494_n 12369062_1101527973213277_1037518793464449839_n 12373332_1101527979879943_4231003889598385531_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები