სიდნეიში ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილები დააკავეს

ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში 15 წლის მოზარდი და 20 წლის ახალგაზრდა დააკავეს, რომლებსაც ქვეყნის ტერიტორიაზე ტერაქტების ორგანიზება ბრალდებათ. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ბოლო თვეებში ქვეყანაში რამდენიმე ასეთი რეიდი ჩატარდა, რომლის მიზანია „შიდა ექსტრემიზმის“ დამარცხება.
ორივე ადამიანი სასამართლოს წინაშე ხუთშაბათს წარდგება. მათი დაკავება დაკავშირებულია მასალებთან, რომლებიც სამართალდამცველებმა წინა ოპერაციების დროს მოიპოვეს.
გასულ წელს ავსტრალიაში კონტინენტის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა. მასში 800 კარგად მომზადებული პოლიციელი მონაწილეობდა. შემოწმებების დიდი ნაწილი სიდნეისა და ბრისბენში ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები