ზურაბ ნეფარიძემ, დავით ნარმანიასთან ერთად, N109 საბავშვო ბაგა-ბაღი მოინახულა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ ნეფარიძე, ქალაქის მერთან დავით ნარმანიასთან ერთად N109 საბავშვო ბაგა-ბაღში იმყოფებოდა, სადაც სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარების შემდეგ წლების წინ დახურული ორი ფლიგელი გაიხსნა. დეპუტატთან და ქალაქის მერთან ერთად სააღმზრდელო დაწესებულებაში მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა და ისნის რაიონის გამგებელი ვახტანგ ქიზიყურაშვილი იმყოფებოდნენ. რეკონსტრუქციის შედეგად, ბაღში მოეწყო სააღმზრდელო ოთახები, სამზარეულო და სველი წერტილები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები