“ქართულ პასპორტს ყოველწლიურად ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები 400-მდე მოქალაქე იღებს”

ქართულ პასპორტს ყოველწლიურად ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები 400-მდე მოქალაქე იღებს, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა.
როგორც მან პირველი არხის ეთერში, გადაცემა “მთავარში” განმარტა, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის ინტერესი ქართული პასპორტების მიმართ კიდევ უფრო გაიზრდება.
“20 – 30 პროცენტით უნდა გაიზარდოს ქართულ პასპორტზე მოთხოვნა იმიტომ, რომ დღეს რეგულარულად წელიწადში დაახლოებით 300 -400 ადამიანი იღებს ქართულ პასპორტს. ეს არ არის ბევრი, მაგრამ სტაბილური რაოდენობაა. ყველა მიხვდა, რომ თბილისიდან მგზავრობა უფრო იაფია, და ვიზის აღებაც უფრო იოლია, ჩვენ ვთხოვთ საელჩოებს, რომ ოკუპირებული ტერიტორიიდან ჩამოსულების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინონ”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები