დავით სერგეენკო: თბილისის მერთან ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ ერთმანეთის ქება-დიდება არ არის

ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში ჩვენ საქმიანი, ამავე დროს, დაძაბული და კონკრეტული დისკუსიები გვქონდა თბილისის მერიასთან, – ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბარისას განაცხადა.
სერგეენკომ, თბილისის მერიის ერთწლიანი ანგარიშის შესახებ საუბრისას, იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს პერიოდში კიდევ ახალი პროექტის დაწყების შესაძლებლობა მიეცემათ.
“თბილისის მერთან ჩვენი ურთიერთობა არ არის მხოლოდ ერთმანეთის ქება-დიდება. ჩვენ გვაქვს ძალიან საქმიანი ურთიერთობა. მაგალითისათვის შემიძლია მოგიყვანოთ, ფაქტობრივად, ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში ჩვენ საქმიანი, ამავე დროს, დაძაბული და კონკრეტული დისკუსიები გვქონდა თბილისის მერიასთან, რომელიც იყო ერთადერთ – მოსახლეობის ინტერესზე დაფუძნებული. ასე, რომ ეს არის აბსოლუტურად ნორმალური ურთიერთობა”, – განაცხადა სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები