დავით ნარმანია: საკრებულოს თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი 10 დეკემბერს წარედგინება

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი დედაქალაქის საკრებულოს 10 დეკემბერს წარედგინება.
მისივე თქმით, წარდგინების შემდეგ ბიუჯეტის განხილვა თბილისის საკრებულოში დადგენილი წესით მოხდება.
თბილისის საკრებულომ მერიას 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი შესწორებებით უკან 20 ნოემბრის საკრებულოს სხდომის გადაწყვეტილებით დაუბრუნა. მერიაში განმარტავენ, რომ 810 მილიონი ლარის მოცულობის ბიუჯეტის პროექტი მოქალაქეების ინტერესებს გამოხატავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები