გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების ხელშეწყობა გრძელდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი ხელმძღვანელობდა, რომელიც ამავდროულად კომისიის თავმჯდომარეა.
კომისიის წევრებმა ზამთრის პერიოდში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების გათბობის საკითხი განიხილეს. ასევე, იმსჯელეს ადგილობრივი სტუდენტების დაფინანსების საკითხებზე.
გადაწყდა, რომ სტუდენტთა დაფინანსება კვლავ გაგრძელდება. კომისიის წევრებმა, მოისმინეს ანგარიში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების გაზიფიკაციის, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების, სასმელი წყლისა და საირიგაციო სისტემების მოწყობის თაობაზე.
სხდომაზე, რომელსაც სხვადასხვა სამთავრობო უწყების ხელმძღვანელი პირები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, სამომავლოდ დაგეგმილი პროექტების შესახებაც იმსჯელეს და მოისმინეს ინფორმაცია საზვღრისპირა სოფლებში დღეს არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები