დავით სერგეენკო: სოციალური მომსახურების აგენტების რაოდენობა არ შემცირებულა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, სოციალური მომსახურების აგენტების რაოდენობა არ შემცირებულა. მინისტრმა აღნიშნა, რომ აგენტების რაოდენობა 500-ია. მისივე თქმით, მიმდინარეობს როტაციის პრინციპი იმისათვის, რომ სისტემა პროცესი გამჭვირვალე იყოს.
„სოციალური მომსახურების აგენტებს რაც შეეხება, ეს ადამიანები არიან, თუ სწორად მახსოვს, 500-მდე. აქ როტაცია ყოველთვის არის. შტატების რაოდენობა არ შემცირებულა. მიმდინარეობს როტაცია ერთადერთი მიზეზით, რომ მოსახლეობას ჰქონდეს გამჭვირვალე და სამართლიანი სოციალური დახმარება“, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.
ცნობისთვის, ბოლო პერიოდში, სოციალური მომსახურების აგენტების ნაწილი აცხადებს, რომ ისინი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები