გიგლა აგულაშვილი ბუნების კონსერვაციის საერთაშორისო კავშირის გენერალურ დირექტორს შეხვდა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, გიგლა აგულაშვილი ოფიციალური ვიზიტით პარიზში იმყოფება, სადაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 21-ე კონფერენცია იმართება.
როგორც “კვირას” სამინისტროდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში გიგლა აგულაშვილი ბუნების კონსერვაციის საერთაშორისო კავშირის (IUCN) გენერალურ დირექტორს იგნერ ანდერსენს შეხვდა. ბუნების კონსერვაციის საერთაშორისო კავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ტყის მართვისა და ტყის კოდექსის მიმართულებით მუშაობს. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო IUCN წევრია 2008 წლიდან. შეხვედრაზე მხარეებმა ტყის დაცვის საკითხები, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების, ეკოტურიზმის განვითარების, ახალგაზრდული პროგრამის დანერგვის ინიციატივები განიხილეს.