რუსეთმა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში უახლესი საბრძოლო ტექნიკა შეიყვანა

ჩრდილოეთ კავკასიაში და ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში დისლოცირებულმა რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მიმდინარე წელს 150 ერთეული საბრძოლო ტექნიკა მიიღეს, მათ შორის ტაქტიკური კომპლექსი „ისკანდერ მ“.
სააგენტო „სპუტნიკის“ ცნობით, „ისკანდერების“ გარდა სამხრეთ სამხედრო ოლქმა მიიღო მოდერნიზებული ტანკები: „ტ-72ბ3“, „გრადის“ ტიპის ზალპური სისტემის რეაქტიული დანადგარები, საზენიტო კომპლექსები „სტრელა 10“, ასევე უპილოტო საფრენი აპარატები და კავშირგაბმულობის საშუალებები. ამ მხრივ ყველაზე დიდ საფრთხეს ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი „ისკანდერ მ“ წარმოადგენს, რომელსაც მიზნის განადგურება 500 კილომეტრის მანძილზე შეუძლია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები