ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საქართველოსა და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვრის კვეთის დროს საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით ოსმა „მესაზღვრეებმა“ 55 წლის ქართველი ზნაურის რაიონის სოფელ კალეტთან დააკავეს. ის ქარელის რაიონის სოფელ ბრეძას მკვიდრია. ეს მასალები ცხინვალის ე.წ. სასამართლოს გადასცეს.
მომხდარს სუს-ში ადასტურებენ. როგორც “კვირას” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, 55 წლის მამაკაცი ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები