გიორგი მღებრიშვილი აშშ-ის INL-ის ბიუროს ეწვია (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ამერიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მღებრიშვილმა შეხვედრა გამართა აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს უფროსთან, სახელმწიფო მდივნის მოადგილე უილიამ ბრაუნფილდთან.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს შორის არსებული თანამშრომლობის სფეროები, მიღწეული პროგრესი და სამომავლო გეგმები განიხილეს.
„ყველაზე ძლიერი იარაღი ესაა განათლება, ამიტომ ჩემი მუშაობის ერთ-ერთი პრიორიტეტია შსს-ს აკადემიის განვითარება და მისი რეგიონალურ ცენტრად გარდაქმნა, რაც ჩვენი სისტემის კიდევ უფრო გაძლიერების არსებითი პირობაა,“- განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
მინისტრმა ასევე ისაუბრა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამასა და მის მნიშვნელობაზე.
შს მინისტრმა ხაზი გაუსვა მრავალწლიან და ნაყოფიერ თანამშრომლობას სახელმწიფო ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროსთან (INL), რომელიც აქტიურად ეხმარება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით რეფორმების განხორციელებაში.
აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს წარმომადგენლებმა მზადყოფნა გამოთქვეს, უწყების განვითარების პროცესში საკუთარი წვლილი მომავალშიც შეიტანონ, მხარი დაუჭირეს დაგეგმილ რეფორმებს და შემუშავებული პროექტების დეტალებით დაინტერესდნენ.
„ჩვენ მივესალებით თქვენი უწყების გაყოფას და მიგვაჩნია, რომ ასეთ პირობებში შინაგან საქმეთა სამინისტრო ბევრად უფრო ეფექტური იქნება. მე ამაყი ვარ ჩვენი საერთო მიღწევებით და ჩვენი სურვილია, რომ ეს ურთიერთობები გაღრმავდეს და კიდევ უფრო ნაყოფიერი გახდეს“, – განაცხადა უილიამ ბრაუნფილდმა.
შეხვედრის ბოლოს მხარეებმა სამომავლო გეგმები განიხილეს და 2016 წელს განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრეს. შს მინისტრმა ამერიკელი კოლეგა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია.
2
3
4
5

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები