საქართველოსა და ბულგარეთის მთავრობის წევრებს შორის გაფართოებული ფორმატით შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებსა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში მიღწეულ პროგრესზე საუბარი გაგრძელდა გაფართოებულ შეხვედრაზე, რომელიც საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობის წევრებს შორის გაიმართა.
ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა და მინისტრთა კაბინეტის წევრებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი საქართველო-ბულგარეთის მეგობრობას და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორი ქვეყნის თანამშრომლობა სოფლის მეურნეობის სფეროში და აღნიშნულ სექტორში ბულგარული ინვესტიციების ზრდაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც საქართველოსა და ბულგარეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შორის დღეს გაფორმდება.
შეხვედრისას ასევე ყურადღება დაეთმო საქართველო-ბულგარეთის თანამშრომლობას საბორნე გადაზიდვების სფეროში, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის მზარდ დინამიკას და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ტენდენციას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები