გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა სკოლაში სერჟანტთა ოცეულის შუალედური კურსის გამოშვება გაიმართა
გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების სკოლაში სერჟანტთა ოცეულის შუალედური კურსის მე-12 გამოშვების ცერემონიალი გაიმართა.
სამხედრო მოსამსახურეებს კურსის წარმატებით დასრულება შეიარაღებული ძალების მთავარმა სერჟანტმა ბესო ხატიაშვილმა და სერჟანტთა მომზადების ცენტრის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მიულოცეს და სერტიფიკატები გადასცეს.
სერჟანტთა ოცეულის შუალედური კურსი 14 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფიდან მოვლენილმა სამხედრო მოსამსახურეებმა კურსის განმავლობაში ტაქტიკის საფუძვლები, თავდაცვითი ოპერაციები, თავდასხმითი ოპერაციები, ქვედანაყოფის მართვის პროცედურები და საბრძოლო მომზადების ორგანიზება შეისწავლეს.
დღეიდან სამხედრო მოსამსახურეები ქვედანაყოფებს დაუბრუნდებიან და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურს გააგრძელებენ.