ნუგზარ გასვიანი: ჟინვალის მხრიდან დაგროვილი მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება დაწყებულია
ჟინვალის მხრიდან დაგროვილი მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება დაწყებულია – ამის შესახებ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ნუგზარ გასვიანმა განაცხადა.
მისი თქმით, დაგროვილი მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის შეფერხება გამოიწვია იმან, რომ გასულ კვირას, ორი დღე-ღამის განმავლობაში, გუდაური-კობის საუღელტეხილო მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდული იყო.
“უკვე, პრაქტიკულად, დაწყებულია ჟინვალის მხრიდან დაგროვილი მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება ლარსის მიმართულებით. გამომდინარე იქიდან, რომ გუდაური-კობის საუღელტეხილო მონაკვეთი განლაგებულია ურთულეს გეოგრაფიულ და კლიმატურ პირობებში, მისაბმელიანი ავტორანსპორტის, ე.წ. ტრაილერების მოძრაობა აქ ხორციელდება ცალმხრივი მიმართულებით – ან მლეთიდან კობის მიმართულებით, ან კობიდან მლეთის მიმართულებით”, – განაცხადა ნუგზარ გასვიანმა.