გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანელ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანელ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ გიორგი კვირიკაშვილი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, 4 დეკემბერს, აზერბაიჯანის “გიუნეშლის” საბადოს საზღვაო პლატფორმაზე მომხდარი ხანძრის გამო, რომლის შედეგად დაიღუპა და დაშავდა არაერთი ადამიანი. “საქართველოს ვიცე-პრემიერი სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს, აზერბაიჯანის ხელისუფლებას, მოსახლეობას და უთანაგრძნობს მათ ამ მძიმე წუთებში”, – ნათქვამია ინფორმაციაში.