“გიუნეშლის” პლატფორმაზე მომხდარი ტრაგედიის გამო კახა კალაძე მწუხარებას გამოთქვამს

კასპიის ზღვაში “გიუნეშლის” პლატფორმაზე მომხდარი ტრაგედიის გამო საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
“მინდა ჩემი ღრმა მწუხარება გამოვთქვა კასპიის ზღვაში „გიუნეშლის“ პლატფორმაზე მომხდარი ტრაგედიის გამო. აფეთქებამ ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა, ამ დრომდე ეძებენ დაკარგულებს… ამ მძიმე წუთებში ვდგავარ აზერბაიჯანელი ხალხის გვერდით, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ვიზიარებ თითოეული აზერბაიჯანელის მწუხარებას“, – აღნიშნავს კახა კალაძე.
კასპიის ზღვაში მდებარე აზერბაიჯანის ნავთობის პლატფორმაზე ხანძარი ოთხ დეკემბერს გაჩნდა. მწყობრიდან გამოვიდა მილსადენი, რამაც გაზის გაჟონვა და ხანძარი გამოიწვია. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 2 ადამიანი, 32-ის გადარჩენა მოხერხდა, 30-მდე ადამიანი კი დაკარგულად ითვლება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები