ზაზა ვაშაყმაძე შეწყალების უფლების პატრიარქისთვის მინიჭების ინიციატივაზე: არ მახსენდება, რომ მსგავსი პრეცედენტი არსებობდეს

შეწყალების უფლების პატრიარქისთვის მინიჭების ინიციატივას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რომელიმე ქვეყანაში მსგავსი პრეცედენტის არსებობის შესახებ არასოდეს სმენია.
როგორც ვაშაყმაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული საკითხი არის ძალიან საინტერესო, განსახილველი, აქტუალური და დასაფიქრებელი.
“რაც შეეხება საკითხის მიღება-არმიღებას, არსებობს სამართლებრივი პროცედურები და ეს საკითხი განსახილველია პარლამენტის მიერ. თუ ეს პროცედურები იქნება დაცული, თემა გადაიწევს საკანონმდებლო ორგანოში. პირადად მე არ მახსენდება, რომ მსგავსი პრეცედენტი რომელიმე ქვეყანაში არსებობდეს. დანარჩენი არ ვიცი, ბუნებრივია მოვიკითხავთ, განვიხილავთ, ვიმსჯელებთ. თემა განსახილველია”, – დასძინა ვაშაყმაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ განაცხადა, რომ პატიმართა შეწყალება პატრიარქის უფლება უნდა იყოს. გუშინვე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტსა და პარლამენტს აღნიშნული წინადადების განხილვის ინიციატივით მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები