საქართველოს პრეზიდენტი ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს.
“ძვირფასო თანამოქალაქენო, გულითადად მოგესალმებით და გილოცავთ დღევანდელ დღეს – გამარჯვების, განწმენდისა და განახლების ბრწყინვალე დღესასწაულს.
ამ მიწაზე ქართველთა და ებრაელთა ერთიანობა ათასწლეულებს ითვლის და კიდევ უფრო ღრმა და ძლიერი მეგობრობის მომავლისკენაა მიმართული. თქვენი დაუღალავი გარჯა, ჩვენი თანამშრომლობა საერთო სამშობლოს აღმშენებლობისთვის საქართველოს ისტორიისა და საზოგადობრივი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
ვუერთდები თქვენს ზეიმს და მშვიდობას, ბედნიერებასა და კეთილდღეობას გისურვებთ და თქვენ და თქვენს ოჯახებს”, – ნათქვამია პრეზიდენტის მილოცვაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები