აზერბაიჯანში ერთდღიანი გლოვაა გამოცხადებული
კასპიის ზღვაში “გიუნეშლის” პლატფორმაზე მომხდარი ხანძრის შედეგად დაღუპულთა პატივსაცემად, ქვეყნის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ბრძანებით, აზერბაიჯანში ერთდღიანი გლოვაა გამოცხადებული.
კასპიის ზღვაში მდებარე აზერბაიჯანის ნავთობის პლატფორმაზე ხანძარი ოთხ დეკემბერს გაჩნდა. მწყობრიდან გამოვიდა მილსადენი, რამაც გაზის გაჟონვა და ხანძარი გამოიწვია. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 2 ადამიანი, 32-ის გადარჩენა მოხერხდა. 30 მდე ადამიანი დაკარგულად ითვლება.