ხულოს მთებში ჩარჩენილი 7 ადამიანის გამოსაყვანად სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს

ხულოს მთებში ჩარჩენილი 7 ადამიანის გამოსაყვანად სამაშველო ოპერაცია ამ წუთებში მიმდინარეობს.
როგორც „კვირას“ ხულოს გამგებელმა ბესიკ ბაუჩაძემ განუცხადა, უამინდობის გამო ვერტმფრენი დანიშნულების ადგილზე ვერ დაჯდა, რის გამოც, მათი გამოყვანა ვერ მოხერხდა. მისივე ინფორმაციით, ხულოს მთებში, ზორტიყელის საზაფხულო იალაღებზე ქარმა სახლები დააზიანა, რის შესაკეთებლადაც სოფელ ჭახაურადან შვიდი ადამიანი წავიდა. უხვი ნალექის გამო, მათ უკან დაბრუნება ვერ მოახერხეს და 5 დღე იალაღებზე გაატარეს, რადგან კონტაქტზეც კი ვერ გამოდიოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები