დავით ნარმანია: პატრიარქის ინიციატივა ყურადსაღებია
თბილისის მერი დავით ნარმანია პატრიარქისთვის პატიმართა შეწყალების უფლების მინიჭების ინიციატივას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პატრიარქის ინიციატივა ყურადსაღებია.
როგორც ნარმანიამ განმარტა, აღნიშნული საკითხი აუცილებლად უნდა დაექვემდებაროს შემდეგ განხილვებს ხელისუფლებაში და ამის საფუძველზე უნდა იქნას გადაწყვეტილება მიღებული.
“სწორედ იმიტომ უნდა დაექვემდებაროს ეს საკითხი განსჯას, რომ ინახოს მისი ყველა მხარე, შემდეგ რა ცვლილებები სჭირდება ამას კანონმდებლობაში. რა თქმა უნდა, კომპლექსურად განსახილველი საკითხია”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
გუშინ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ განაცხადა, რომ პატიმართა შეწყალება პატრიარქის უფლება უნდა იყოს. გუშინვე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტსა და პარლამენტს აღნიშნული წინადადების განხილვის ინიციატივით მიმართა.