“გავიხედოთ ევროპისაკენ, სადაც მოხერხდა, რომ ადამიანები არიან თავისუფლები, არ სცივათ, არ შიათ და დასაქმებულნი არიან”

„გავიხედოთ ევროპისაკენ, სადაც მოხერხდა, რომ ადამიანები არიან თავისუფლები არ სცივათ, არ შიათ, დასაქმებულნი არიან. ჩვენ სწორედ ეს გვინდა და ეს უნდა გავაკეთოთ“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა „რესპუბლიკური პარტიის“ მე-16 ყრილობაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველომ ძალიან ბევრი ექსპერიმენტი გაიარა და ეს ექსპერიმენტები უნდა დასრულდეს.
“როდესაც ვამბობთ, რომ ვართ ევროპული ქვეყანა, ევროპული საზოგადოება, სწორედ იქით უნდა გავიხედოთ. გავიხედოთ ევროპისაკენ, სადაც მოხერხდა, რომ ადამიანები არიან თავისუფალნი და ამასთან ადამიანებს არ სცივათ, არ შიათ, დასაქმებულნი არიან, აქვთ პერსპექტივა, აქვთ განათლების მიღების საშუალება. ჩვენ სწორედ ეს გვინდა და ეს უნდა გავაკეთოთ. პროცესი ძალიან რთულია და ვერ ეტევა პარლამენტის, მთავრობის ერთი ვადის განმავლობაში”, – აღნიშნა უსუფაშვილმა.
ამასთან, დავით უსუფაშვილმა “რესპუბლიკური პარტიის” წევრებს მიმართა, რომ ისინი მზად უნდა იყვნენ იმუშაონ არა მხოლოდ თვითმმართველობის ორგანოებში, პარლამენტსა და მთავრობაში, არამედ ევროპელ კოლეგებთან ერთად ევროპული საქმეების გადაწყვეტაშიც მიიღონ მონაწილეობა.
როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, “რესპუბლიკურ პარტიას” პასუხისმგებლობა მოემატება და ამისთვის მზად უნდა იყოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები