დავით უსუფაშვილმა კოალიციაში “რესპუბლიკელების” მნიშვნელობაზე ისაუბრა

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, “რესპუბლიკური პარტია” არის მმართველი კოალიციის შედარებით მომცრო სუბიექტი, მაგრამ არა ნაკლები პასუხისმგებლობით ვინმე სხვა, – აღნიშნულს შესახებ მან პარტიის რიგით მე-16 ყრილობაზე განაცხადა.
“მე ამას ვამბობ არა მხოლოდ ემოციებით, არამედ ცოდნით. თუ ვინმემ იცის რაიმე, თუ როგორ შეიქმნა კოალიცია, როგორ მუშაობდა კოალიცია დღემდე და როგორ მუშაობს დღეს, მეც ვარ ერთ-ერთი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ამაყები იმით, რასაც კოალიციამ მიაღწია და უნდა ვიცოდეთ, რომ გვეკისრება პასმუხისმგებლობა იმ ყველაფერზე, რასაც კოალიცია ვერ მიაღწევდა, რაშიც მას პრობლემა და ჩავარდნა ექნება. ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია. ჩვენ ვართ კოალიციის შედარებით მომცრო სუბიექტი, მაგრამ არა ნაკლები პასუხისმგებლობით ვინმე სხვაზე. მოხარული ვარ, რომ ჩვენი პარტნიორების უმრავლესობა საკითხს სწორედ ასე უყურებს”, – მიმართა დავით უსუფაშვილმა ყრილობაზე შეკრებილ დელეგატებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები