“პოზიცია”: გაბაშვილების ჩანაწერით “ნაციონალების” ის ბინძური გეგმა გასაჯაროვდა, რომელშიც არასრულწლოვნებს იყენებდნენ

არასამთავრობო ორგანიზაცია “პოზიციის” ხელმძღვანელი გურამ ადამაშვილი სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს ეხმაურება, სადაც გოკა და ლადო გაბაშვილები საუბრობენ.
როგორც ადამაშვილი აცხადებს, გავრცელებულ ჩანაწერში, საუბარია გიორგი ვაშაძეზე და მის ე.წ. „ბავშვებზე“, სადაც გოკა გაბაშვილი ვაშაძის „ბავშვებს“ უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს და მათ მიმართ იმედგაცრუებას გამოხატავს. “პოზიციის” ხელმძღვანელი საზოგადოებას ახსენებს, რომ აღნიშნულ თემას ორგანიზაციამ არაერთი პრესკონფერენცია მიუძღვნა და გაასაჯაროვა “ნაციონალური მოძრაობის” “ბინძური გეგმა”, რომელშიც პარტიის ლიდერები ახალგაზრდებს იყენებენ.
“ე.წ. „ვაშაძის ბავშვები“ არიან ის ახალგაზრდები, რომლებიც ჩართულები არიან პროექტში „სახელმწიფო 3.0 – რეფორმების ახალი ტალღა. მოგეხსენებათ ამ პროექტს გიორგი ვაშაძის მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია „ინოვაციების და განვითარების ფონდი“ ახორციელებს. ამ თემას ჩვენ არაერთი პრესკონფერენცია მივუძღვენით, სადაც ვაცხადებდით, რომ ამ პროეტის უკან “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის ბინძური თამაში იმალება. გავრცელებული ჩანაწერი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი დაჯგუფება სკოლის მოსწავლეებს, არასრულწლოვნებს იყენებს პირადი პარტიული ინტერესებისათვის”, – აცხადებს ადამაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები