სერბეთმა ეუთოს თავმჯდომარეობა გერმანიას გადასცა
სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში დასრულდა ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების 22–ე შეხვედრა. შეხვედრის შემდეგ სერბეთმა, რომელიც ორგანიზაციას თავმჯდომარეობდა, პოსტი გერმანიას გადასცა.
„სერბეთმა აჩვენა, რომ მას შეუძლია ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობა. ეს ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ სერბეთის საერთაშორისო პოზიციების მხრივ სასიკეთო ძვრები მოხდა. ახლა ეუთოს კი არ ეხმარება სერბეთს პრობლემების და კონფლიქტების მოგვარებაში, არამედ თავად შეაქვს წვლილი საერთაშორისო სტაბილურობის საკითხში“, – განაცხადა სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივიცა დაჩიჩმა.
დაჩიჩის თქმით, ეს ფაქტი ეუთოს წევრმა ყველა ქვეყნის წარმომადგენელმა დაადასტურა.