აზერბაიჯანში ჭაბურღილზე მომხდარი ხანძრის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა (ვიდეო)
32 ადამიანი ემსხვერპლა ძლიერ ხანძარს, რომელიც კასპიის ზღვაში, ერთ–ერთ ჭაბურღილზე მოხდა. მაშველებმა 42 მუშის გადარჩენა მოახერხეს, რომლებიც პლატფორმიდან ევაკუირებულები იყვნენ.
სამაშველო ოპერაციას ძლიერი ქარი და ტალღები, ასევე ხანძარი ართულებდა, რის შედეგად გემები ცეცხლმოკიდებულ პლატფორმასთან მისვლას ვერ ახერხებდნენ. მოგვიანებით, ოპერაციაში ვერტმფრენებიც ჩაერთნენ. ხანძარი გაზსადენის დაზიანებამ გამოიწვია. მეხანძრეებმა ცეცხლი უკვე ჩააქრეს.