კახა კახიშვილი: ვფიქრობთ, ქალებისა და არასრულწლოვანი მსჯავრდებულების მიმართ ლმობიერები ვიყოთ
სასჯელაღსრულების მინისტრს კახა კახიშვილს მიაჩნია, რომ ქალებისა და არასრულწლოვანი მსჯავრდებულების მიმართ, ლმობიერები ვიყოთ. როგორც კახიშვილმა რუსთაველის თეატრში ქალი მსჯავრდებულების მიერ დადგმული სპექტაკლის ნახვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ მსჯავრდებული საზოგადოებაში ინტეგრაციის საშუალებას იძლევა და კანონითაც ნებადართული იქნება, მათ ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უნდა ვიფიქროთ.
“დღესაც ვფიქრობდით, რაიმე გადაწყვეტილება ხომ არ მიეღო პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების საბჭოს, მაგრამ ვადებში არ დაემთხვა, რადგან საბჭოები საკითხს თვის ბოლოს იხილავენ. იქ, სადაც კანონით შესაძლებელია და მსჯავრდებულიც იძლევა იმის საშუალებას, დაანახოს საზოგადოებას, რომ ის მზად არის ინტეგრაციისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენ ასეთ გადაწყვეტილებებს მივიღებთ”, – განაცხადა კახა კახიშვილმა.
მთავრობის წარმომადგენლები და პატრიარქი მსჯავრდებულებთან ერთად დაესწრნენ ქალი მსჯავრდებულების სპექტაკლს “ჩემი მძევალი ანგელოზები”.