დიმიტრი ქუმსიშვილმა ფოთში ჰიდროგრაფიული სამსახური დაათვალიერა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დღეს ფოთში იმყოფებოდა. მან საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური დაათვალიერა და სამსახურის ახალ სისტემას – NAVTEX- ს გაეცნო, რომელიც საქართველოს საზღვაო სივრცეში უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის ოპერატიულ მიწოდებას უზრუნველყოფს.
ქუმსიშვილმა დღეს სამსახურის მიერ შეძენილი “კატამარანი” SURVEY GAGRA -ს მეშვეობით ზღვის აკვატორია დაათვალიერა და კვლევების ჩატარების სპეციფიკას გაეცნო. მინისტრმა დღესვე საქართველოს სახელმწიფო ჰოდროგრაფიული სამსახურის ახალი საკონფერენციო დარბაზი გახსნა.
მინისტრმა დღეს შეხვედრები ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან გამართა. დიმიტრი ქუმსიშვილი, სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორ ლევან შონიასთან, ქალაქის მერ ირაკლი კაკულიასთან და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურიასთან ერთად, მალთაყვის უბნის ზღვის სანაპირო ზოლზეც იმყოფებოდა, სადაც ბულვარის მშენებლობის სამუშაოებს გაეცნო. მინისტრი დღესვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრსა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა ცენტრში მივა, სადაც იგი აღსაზრდელებს საჩუქრად თბილ ქურთუკებს გადასცემს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები