ეკა ბესელია: მხარს დავუჭერ პატრიარქისთვის შეწყალების უფლების მინიჭებას

მე ვიქნებოდი ძალიან ბედნიერი, თუ ჩვენ ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მივიღებდით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ პატრიარქის ინიციატივის საპასუხოდ განაცხადა. ეკა ბესელია პატრიარქისთვის შეწყალების უფლების მინიჭებას მხარს უჭერს და ინიციტივას მიესალმება.
“დღეს პირველად გაჟღერდა საჯაროდ საქართველოს პატრიარქის ეს სურვილი და მე ვიქნებოდი ძალიან ბედნიერი, თუ ჩვენ ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მივიღებდით. ეს იქნებოდა ძალიან კარგი და სასარგებლო გადაწყვეტილება, საქართველოს პატრიარქსაც ჰქონდეს ეს განსაკუთრებული უფლება, როგორც ადამიანს, რომელსაც აქვს ყველაზე მაღალი ნდობა საზოგადოებაში. თუ პოლიტიკური თანხმობა იქნება, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი მხარდამჭერი გამოჩნდება, რათა ეს უფლება საქართველოს პატრიარქს საკანონმდებლო დონეზე მიენიჭოს. მე მხარს დავუჭერ და მივესალმები ამ ინიციატივას”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
როგორც ილია მეორემ განაცხადა, პატრიარქს უნდა ჰქონდეს უფლება, შეიწყალოს პატიმრები და ბრალდებულები. “ვფიქრობ, პატრიარქს უნდა ჰქონდეს უფლება, შეიწყალოს პატიმრები და ბრალდებულები. ამაზე ვისაუბრეთ პრემიერ-მინისტრთან და ალბათ პრემიერი დააყენებს ამ საკითხს”, – ბრძანა უწმინდესმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები