ილია მეორის აზრით, პატრიარქს პატიმრების შეწყალების უფლება უნდა ჰქონდეს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე რუსთაველის თეატრში, პატიმრების მონაწილეობით გამართულ სპექტაკლს – “ჩემი მძევალი ანგელოზები” დაესწრო.
პატრიარქმა სპექტაკლში მონაწილე მსჯავრდებული ქალები დალოცა და ბეჭდებით დაასაჩუქრა. როგორც ილია მეორემ სპექტაკლის დასრულების შემდეგ განაცხადა, პატრიარქს უნდა ჰქონდეს უფლება, შეიწყალოს პატიმრები და ბრალდებულები.
“ვფიქრობ, პატრიარქს უნდა ჰქონდეს უფლება, შეიწყალოს პატიმრები და ბრალდებულები. ამაზე ვისაუბრეთ პრემიერ-მინისტრთან და ალბათ პრემიერი დააყენებს ამ საკითხს”, – ბრძანა უწმინდესმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები